საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ინფორმაციას ამის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი 11 პიროვნებას მიენიჭა:
„ზესტაფონობის“ აღსანიშნავად მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები“ დაასახელეს.
გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
„ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” სტატუსი 11 პიროვნებას მიენიჭა. საპატიო მოქალაქეები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჯან წაქაძემ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ დააჯილდოვეს.
„ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი მიენიჭათ:
მანანა კახიძე ( მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი)
რუბენ ჩინჩალაძე (ინჟინერ – მშენებელი)
გიორგი კობახიძე ( ექიმი ოტორინოლარინგოლოგი)
კოტე ბოჭორიშვილი ( ექიმი მეან – გინეკოლოგი)
მაკა ბოჭორიშვილი ( საქართველოს პარლამენტის წევრი)
ნიკოლოზ სამხარაძე ( საქართველოს პარლამენტის წევრი)
ალექსანდრე გურგენიძე ( ღვაწლმოსილი ენერგეტიკი)
ივანე კალანდაძე ( მეხანძრე – მაშველი)
უსეინ მიქაბერიძე ( ღვაწლმოსილი იურისტი)
ლამარა წაქაძე ( ღვაწლმოსილი ექთანი)
გიორგი მამარდაშვილი ( ეროვნული ნაკრების მეკარე)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
"ზესტაფონობის" აღსანიშნავად მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში…
Posted by ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია on კვირა, 06 ოქტომბერი, 2024