LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: „გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი, რადგან როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას უნდა, რომ გაგვტეხოს ამ 6 თვის განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას”

165
გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტთან მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მისი თქმით, „ამ დღეების განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა”:

კვირიკაშვილი: „აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე არსებულ რეალობასთან – ხელისუფლება უმძიმეს და არასაჭირო პროცესში შევიდა, რაზეც დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“

„ეს არის არა მარტო „აგენტების შესახებ“ კანონი, არის სხვა კანონებიც, ეს არის მთელი სულისკვეთება, რომელიც ანტურაჟად ქმნის იმის განცდას, რომ ჩვენ უკვე ვართ საბჭოთა საქართველო. გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი, რადგან როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას უნდა, რომ გაგვტეხოს ამ 6 თვის განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას. ეს იყო ის, რასაც აკეთებდა და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლას” – განაცხადა მარგველაშვილმა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g