LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი მადლენ ოლბრაიტს და ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

110

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO -ს სამიტის ფარგლებში, NDI-ის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტს, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპეს და ვიცეპრეზიდენტ დეიმონ ვილსონს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის და სხვა ამერიკული ინსტიტუტების დამკვირვებლების მონიტორინგის მნიშვნელობას.

მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზეც იმსჯელეს. საუბრისას ყურადღება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა.

პოპულალურები