. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა, სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა – “უსაფრთხოება შავ ზღვაში, როგორც ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედი”.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს ევროპის განვითარებასთან მიმართებაში შავი ზღვის რეგიონის ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის მომავალი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კეთილდღეობასა და წინსვლას.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედია, რომელიც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ერთგული რჩება საერთო ევროპული და ევროატლანტიკური პრინციპებისა და ღირებულებებისა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველო რუსეთის ურთიერთობებისა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, საქართველო კვლავ ახერხებს რომ იყოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში უდიდესი კონტრიბუტორი არაწევრ ქვეყნებს შორის.
საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის რეგიონისა და ვიშეგრადის ჯგუფის რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველას გვჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და რეგიონული თანამშრომლობა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხეები.