LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი – დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა

53

“დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა”- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქარი ჩამდგარია, რაც ეფექტურად მუშაობის საშუალებას იძლევა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით ამჟამად  5 ვერტმფრენია პროცესში ჩართული.

ბელორუსის კუთვნილ სახანძრო ვერტმფრენს ბორჯომის ხეობაში უახლოეს ხანში ელოდებიან. საგანგებო შტაბის განცხადებით, ვერტმფრენი უკვე კოპიტნარის აეროპორტშია.

აზერბაიჯანის მხრიდან  11 ერთეული ტექნიკაა ჩამოყვანილი, 13 ერთეული კი სომხეთიდან. აქედან 4-4 მაღალი გამავლობის მანქანებია.

შს მინისტრის განცხადებით ამ ეტაპზე რთულია ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით. ასევე ვერ გეტყვით, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, რადგან დიდი დაკვამლიანებაა. როცა სრული ლიკვიდაცია მოხდება, შემდეგ შეგვეძლება ამ დეტალებზე საუბარი“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g