LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად ოფიციალურად დაინიშნა

62

შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანამშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად ოფიციალურად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ასევე უკვე გამოიცა გიორგი კვირიკაშვილის ბრძანება აღნიშნული თანამდებობიდან მინდია ჯანელიძის გათავისუფლების შესახებ.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე განხორციელების შემდეგ მღებრიშვილი კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს გაერთიანებულ სამსახურს უხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g