თავისუფალი უნივერსიტეტი ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ – გიორგი მიმინოშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში 116 000-დოლარიანი დაფინანსებით ისწავლის.
უნივერსიტეტის ცნობით, გიორგი მიმინოშვილი სწავლას Stuart Weitzman School of Design-ის ვიზუალური ხელოვნების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
„ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი მიმინოშვილი სწავლას აგრძელებს აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში Stuart Weitzman School of Design-ის ვიზუალური ხელოვნების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.
გიორგიმ მოიპოვა 116 000 აშშ დოლარი სწავლის დასაფინანსებლად“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი მიმინოშვილი სწავლას აგრძელებს აშშ-ში,…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025