LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს

80
გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობით ეს პოზიციები შეუთავსებელია, რის გამოც გიორგი მიქაუტაძე თანამდებობიდან მიდის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე 2017 წელს აირჩიეს. მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან თანამდებობაზე ლევან მურუსიძე შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები