LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაზღაიძე: „მაშინ კონკურსი იყო კონკურსი და დღეს რაც ხდება, ეს არის მაიმუნების სამყარო, რომელშიც გაურკვეველი ადამიანები მონაწილეობენ…“

868
გიორგი-ნაზღაიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე.

გაიხსენე ბავშვობა

არასდროს მინდოდა პოპულარობა. არც კერპი მყოლია. კალათბურთელი მინდოდა ვყოფილიყავი. შემდეგ ტრავმა მივიღე. ჩემმა იმდროინდელმა შეყვარებულმა და მეგობრებმა „მაესტროში“, რეალურ შოუში შეიტანეს განაცხადი. 21 წლის წინ მოხდა ეს, ახალი ხილი, იმ დროისთვის ყველაზე რეიტინგული შოუ იყო. იქიდან რომ გამოვედით, თავი კარდაშიანები გვეგონა.

რა პროფესიის ხარ?

იურისტი და ეკონომისტი. ამ პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა სასამართლოში დამჭირდა დაცვა და საკუთარ თავს გავუწიე ადვოკატობა. პირველი სკანდალი ისევ პროექტს -„მდიდრები და ღარიბები“ მოჰყვა, თუმცა მაშინ სოციალური ქსელი ასეთი აქტიური არ იყო, როგორც დღეს და ნაკლებად ვგრძნობდით. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მაია ასათიანის გადაცემა იყო, „პროფილი“, როცა ჩემი თამამი ფოტოები გაასაჯაროვეს. ამ ამბავს დიდი ხმაური მოჰყვა, პირველი მამაკაცი ვიყავი საქართველოში, ვინც გაშიშვლდა. ჩემი ოჯახის წევრები მუდამ ჩემ გვერდით მედგნენ. იმ დროს მოდელობა ძალიან ცუდად აღიქმებოდა. მახსოვს, ერთხელ ერთი ივენთის დროს „დედათა კავშირის“ წევრი მომვარდა და ჯვარი ჩამარტყა თავში.

მაშინ კონკურსი იყო კონკურსი და დღეს რაც ხდება, ეს არის მაიმუნების სამყარო, რომელშიც გაურკვეველი ადამიანები მონაწილეობენ. ეს არის ჩემი შეფასება. ერთხელ დამიძახეს ამ კონკურსის ჟიურის წევრად, შუა კონკურსში გული გამისკდა და წამოვედი.

შენ ძალიან დიდი გზა გაიარე, ახლა რეიტინგული ტელეწამყვანი ხარ

დიახ, ბევრი რამ გამოვიარე, ბევრგან ვმუშაობდი, მთავარი წარმატება „პრაიმ ჰაუსმა“ მომიტანა. დიდი მადლობა „პრაიმ ჰაუსის“ გუნდს, მათ მე შანსი მომცეს. ეს არის მეგაპროექტი, მას მთელი საქართველო უყურებს. ადამიანებს ზოგადად სხვისი ცხოვრება აინტერესებთ. ამ პროექტს ძალიან მაგარი გუნდი აკეთებს, მე და მარიამ სანოგო ბოლომდე ვდებთ საკუთარ რესურს. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას ამ პროექტში. ჩემ ირგვლივ ყველა წინააღმდეგი იყო, რომ რეალურ შოუში მიმეღო მონაწილეობა. იცოდნენ რა ის, თუ რაოდენ რთული პერიოდი ელოდა წინ ჩემს ოჯახს. თავიდან გამარჯვებაზე არ ვფიქრობდი, საკუთარი თავის რეაბილიტაციაზე ვფიქრობდი. იქ მე ძალიან ბევრ რამეს ვიტანდი. დიდი ამბები იყო ჭურჭლის რეცხვაზე. ჭურჭელს ერთი მთავარი მიზეზს გამო ვრეცხავდი, სიბინძურე არ მიყვარს და სხვისი ცუდად გარეცხილი ჭურჭლიდან ვერ შევჭამდი.

შენ შვილის თემა წამოწიე

ეს ამბავი ვიწრო წრეში ყველამ იცოდა, ბევრი ამბობდა, მოსაგებად მოიგონაო, თუმცა თუკი ძველ გადაცემებს გადახედავთ, იქ არაერთხელ გაჟღერებულა ეს ამბავი. დღეს ჩემი შვილი 9 წლისაა, მისი ნახვის უფლება ისევ არ მაქვს. მამობის უფლება არ მაქვს ჩამორთმეული. ჩემგან მალულად არის დაბადებული. ამერიკის მოქალაქეობა აქვს, სანამ ის სრულწლოვანი არ გახდება, არანაირი უფლება არ მაქვს. ერთხელ ვნახე მხოლოდ ფოტოზე, შემდეგ ის წაშალეს.

ახალ „პრაიმ ჰაუსზე“ რას იტყვი?

სეზონი, რომელიც აპრილში იწყება, მონაწილეების კუთხით გამორჩეული იქნება. მე არ მივიღებდი მონაწილეობას, მხოლოდ მასშტაბურ, საერთაშორისო რეალურ შოუში მივიღებ მონაწილეობას.

ბოლო სკანდალი თავდასხმა იყო

ეს იმიტომ მოხდა, რომ ახალგაზრდა თაობას ვიღაცი მფარველობს. ეს არის ჯგუფი, რომელიც ასე ესხმის თავს სხვასაც. ბევრმა მომწერა, რომ ანალოგიური რამ გადახდა თავს. პარკირების ადგილი არის პატარა ჯოჯოხეთი. ახლა გამოძიება დასრულებისკენ მიდის, ამოცნობილნი არიან ის ადამიანები. მალე გამოიტანენ ვერდიქტსაც.

რთულია პოპულარობა?

არაფერი რთულიც არ არის. ჩვენ არ ვართ კარდაშიანები, თუმცა ჩემი პოპულარობა მათ პოპულარობას უტოლდება. პოპულარობა არის, ფული კი არა.

სად იცვამს გიორგი ნაზღაიძე?

გემოვნება არ ნიშნავს ძვირად ღირებულს, გემოვნებით მეორადებშიც შეიძლება ჩაიცვა, იქაც ვყიდულობ ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძვირად ღირებულსაც არ ვყიდულობ. შეიძლება, მეცვას „ტომ ფორდი“ და „ტომ ფორდის“ პიჯაკთან ერთად მეცვას მეორადებში, ორ ლარად ნაყიდი შარვალი.

რა ხდება პირადში?

იცით, ბევრი ვილაპარაკე პირადზე და მერე ვიფიქრე, რა ვალდებული ვარ, რამე მოვყვე, თუ საჭირო იქნება, მაყურებელი გაიგებს ყველაფერს. მეკითხებიან, ეს რა ბეჭედი გიკეთიაო, ეს ბრილიანტის ბეჭედია და ძვირფასმა ადამიანმა მაჩუქა.

გიორგი და პლასტიკური ოპერაციები

ბავშვობაში ისეთი ლამაზი ვიყავი, მერე დავმახინჯდი. ცხვირი გავიკეთე, მჭირდებოდა, ახლა კი გავიკეთე განახლება. ასევე თვალის ქვემოთ ბალიშები რაც მაქვს, ისინი ამოვიღე. ახლა მხოლოდ ჩემი სახლის რემონტის დასრულებაზე ვფიქრობ, ესაა მხოლოდ ჩემი სადარდებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები