გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ქოჩორაშვილი აღნიშნული პოსტით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას აფიქსირებს.
„ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“ – წერს როინ ქოჩორაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ დის შვილის სთორი გამოაქვეყნა.
ბავშვის ფოტო აქციაზე – „თავისუფლებისთვის“ არის გადაღებული.
შეგახსენებთ, გუშინ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.