“ქართული ოცნების” წევრი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, POSTV-ის ეთერში ეხმიანება. მისი განცხადებით, “გიორგი რურუა პოლიტიკოსი არაა და როგორაა პოლიტპატიმარი, არ იცის”.
რაც შეეხება ნიკა მელიას, დავითულიანის თქმით, მას შეუძლია გადაიხადოს გირაო და საპატიმრო დაწესებულება დატოვოს.
“პატიმრების გამოშვება, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს ეძახიან და როგორ არიან პოლიტპატიმრები, მე არ ვიცი. ერთი მხარეა ნიკა მელია, რომელიც გირაოს იხდის და 10-ათასევროიანი პოლიტპატიმარი მე არ მინახავს და გადაიხდის თუ არა გამოვა ციხიდან. ასეთია შეთანხმება და როგორაა პოლიტპატიმარი? მეორე ესაა გიორგი რურუას საკითხი. გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არაა და როგორაა პოლიტპატიმარი, არ ვიცი. ვითომ მთავარი არხის მეწილე და მთავარ არხზეც, როგორც ვიცი 2500 ლარით არის მეწილე და როგორ არის პოლიტპატიმარი? აქედან გამომდინარე პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხი არ დგას, დგას პატიმრების საკითხი.”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ