LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილი რამდენიმე დღე ცოცხალი იყო: რა ფაქტები ადასტურებს ამ მოსაზრებას?

4075
giorgishaqarashvili

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.

“ემპათიის” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი, ყურადღებას ამახვილებს დასკვნაში სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის უმთავრესი ნაპოვნი გვამის მდგომარეობაა, რომელსაც გვამური გაშეშების ნიშნები კიდევ ჰქონდა.

ექსპერტის მტკიცებით, ეს ნიშანი გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 36 საათში გვამს ეხსნება. დასკვნაში კი წერია, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს პოვნისას, გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთში იყო გამოხატული.

შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს, დაახლოებით 3 საათზე გაუჩინარდა, შესაბამისად, ოთხი დღის შემდეგ, მისი ცხედარი ამ მდგომარეობაში არ უნდა ყოფილიყო, თუ ის იმ ღამესვე გარდაიცვალა. ამ ყველაფერს ამბობს კიდევ ერთი ექსპერტი.

წარმომოუდგენელია გვამური გაშეშება ცხედარს 84 საათის განმავლობაში შეუნარჩუნდეს. ამასთან გვამური ლაქები არათანაბრადაა გადანაწილებული, რაც ნიშნავს რომ ის რამდენიმეჯერ შეუცვალეს გვერდი,”- აცხადებს კრიმინალისტი და სასამართლო ექსპერტი ოლგა კარმუჩინა “მთავარ არხთან”.

 

გარდა ამისა, კითხვებია დასკვნაში მოლურჯო-მოიისფრო ნაჟღენთებთან, თავის ტვინის დაზიანებასთან და მაცერაციის პროცესთან დაკავშირებით.

ექსპერტები კითხულობენ, რატომ არ გადაიღეს რენდგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფია. ისინი ვარაუდობენ რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივლისის შემდეგ, კომაზოტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ის პოვნამდე წყალში რამდენიმე საათით ადრე მოხვდა.