ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ორი არასრულწლოვანის განაჩენი ცნობილია.
ბრალდებულებს 14-14 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არასრულწლოვნები არიან, სასჯელი შეუმცირდებათ და მათი პატიმრობის ვადა 10 წლამდე და 6 თვემდე შემცირდება.
გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ ორ სრულწლოვანს 9 მარტს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 