LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სიორიძე: „გურიაში თოვა შეწყდა, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს – ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა, სოფლებში მუშაობს სპეცტექნიკა“

154
გიორგი სიორიძე

„თოვა შეწყდა თუმცა, ახლა არის ყინული და მომდევნო დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დამატებითი სპეცტექნიკა ჩამოვიდა და მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქია უახლეს დღეებში დასრულდება“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები სტიქიის ზონაში, ფიზიკურად მუშაობენ და მოსახლეობას ეხმარებიან.

„მეოთხე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ – მერიაში, ციხისფერდში, დაბა ურეკში…

მინდა გითხრათ, რომ კურორტი ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა. ღამით კი, დამატებითი მძიმე ტექნიკა შემოვიდა და დილით დაიწყო სამუშაოები. ვმუშაობთ სოფლის გზებზე, სპეცტექნიკა კი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.

ალეკო ელისაშვილი თავის გუნდთან ერთად წასულია სოფელ მთისპირში და ადამიანებს ფიზიკურად ეხმარება გადათოვლის პროცესში. ასევე ვატო სურგულაძემ გაჭირვებული ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა დაიწყო.

არ წყდება ზარები ჩვენ ცხელ ხაზზე. დღეს გვაქვს დაგეგმილი ინტენსიური გრაფიკით გასვლები, სადაც შესაძლებელია მისვლა მივდივართ, სპეცტექნიკა კი, როდესაც გაწმენდს გზებს მივალთ ყველა იმ ადამიანებთან ვისაც დახმარება სჭირდება“. – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

„მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“ – შსს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g