LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ტუღუში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ქართული ოცნებას” აკრიტიკებს

114

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, მიეღო დოკუმენტი, რომელიც თაობებს გამოადგებოდა.

როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობა რომ არ აპირებს პრეზიდენტის ვეტოს გათვალისწინებას და აპირებს გადალახოს იგი,  ეს არაერთხელ განაცხადეს.

მიუხედავად იმისარომ მხარს ვუჭერთ ვეტოში ასახულ საკითხებს, კიდევ არაერთი საკითხია, რომელიც შეიძლებოდა, გამხდარიყო ვეტოს საგანი. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის დოკუმენტი, კონსტიტუცია და იგი ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციურ სტაბილურობას. შეუძლებელია, რომ ქვეყანა ყოველ ახალ პარლამენტთან ერთად მსჯელობას იწყებდეს კონსტიტუციის შეცვლაზე, თუმცა სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამგაუშვა ისტორიული შანსი, მიეღო დოკუმენტი, რომელიც თაობებს გამოადგებოდა,“- განაცხადა ტუღუშმა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკოსებს  მომავალშიც მოუწევს მჯელობა არაერთ ცვლილებაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოში მყარი დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g