რეალურად, პარლამენტში გადაწყვეტილებას იღებს სამწუხაროდ, არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ირაკლი კობახიძე და ვუსურვებ ბატონ პაპუაშვილს კობახიძის მარწუხებიდან თავის დაღწევას და მეტ დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
თუ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ მე ხისტი ვარ: შალვა პაპუაშვილი
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარის სამჯერ შეცვლა მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებაში” კრიზისია.
„ერთი წლის მანძილზე მესამე პარლამენტის თავმჯდომარე რას მიუთითებს?!
მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებაში” არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი. პარლამენტის თავმჯდომარეები ხდებიან მცირედი დამოუკიდებლები და შემდგომ ცდილობენ ისინი გაწიონ გვერდზე და ახალი მოიყვანონ, რადგან არ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც აძლევს მაგალითად, ბატონი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეებს.
მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება იგივე მოხდეს პაპუაშვილთან მიმართებაშიც. შეიძლება ნაკლებად დამოუკიდებელი გვეჩვენება დღეს, მაგრამ თავისთავად პარლამენტის თავმჯდომარის როლი მას დამოუკიდებლობას მისცემს გადაწყვეტილებებში – არ მოეწონება ვიღაცას და შეიძლება ისიც გაუშვან, აი ეს არის მძიმე რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს პარლამენტში. რეალურად პარლამენტში გადაწყვეტილებას იღებს სამწუხაროდ, არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ირაკლი კობახიძე და ვუსურვებ ბატონ პაპუაშვილს კობახიძის მარწუხებიდან თავის დაღწევას და მეტ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ვაშაძემ.
88 ხმა 1-ის წინააღმდეგ – პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს