LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: კალაძემ 100 000 ლარით დაგვაჯარიმა ხელმოწერების შეგროვებისთვის, დღეს კი დადასტურდა, რომ ნამდვილად უსამართლოდ მაღალი ყოფილა სესხის პროცენტი

84
გიორგი ვაშაძე

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო პროცენტის შემცირების საკითხს გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციონერმა დეპუტატმა 2020 წელი გაიხსენა, როდესაც დედაქალაქის მერიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მიზნით, ხელმოწერების შეგროვების გამო 100 000 ლარით დააჯარიმა.

 “კალაძემ 100 000 ლარით დააჯარიმა ჩვენი პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმისთვის, რომ ხელმოწერებს ვაგროვებდით, დღეს კი დადასტურდა, რომ ნამდვილად უსამართლოდ მაღალი ყოფილა სესხის პროცენტი”.

ვაშაძის თქმით, მისმა გუნდმა ჩამოაყალიბა „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი“, შექმნეს ცხელი ხაზი, სადაც დახმარების საჭიროების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ (558-262-845; 598-187-779;).

„მინიმუმ 10%-ით შემცირდება პენსიონერების, დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სესხის პროცენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

აუცილებლად გამოვყოფ, რომ ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი”, სხვა ოპოზიციური პარტიები და უმრავლესობის დეპუტატები აქტიურად ვიყავით ჩართულნი მიმდინარე პროცესებში. გვქონდა ცხარე დისკუსიებიც ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ნამდვილად მიუთითებს იმას, რომ აქვს აზრი და შინაარსი კონკრეტულ თემებზე ბრძოლას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტში მუშაობისას, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მთავარი მიზანი უნდა იყოს იმ ტიპის ინიციატივები წარდგენა, რომელიც  მოქალაქეებისთვის, ქვეყანაში არსებული ვითარების გაუმჯობესებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები