„22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიმართ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, 22 მარტს ერთად დაიცვან ქვეყნის თავისუფლება და მომავალი.
მისი თქმით, „ამერიკის „მეგობარი აქტის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურყევ ურთიერთობას“:
„22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიმართ. ამერიკის „მეგობარი აქტის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურყევ ურთიერთობას. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები, ვერთიანდებით, რათა ნათლად განვაცხადოთ – საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს! 22 მარტს, მოდით ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი!“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.