“მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გამოაცხადეთ 6 თვიანი მორატორიუმი და დაასუფსიდირეთ სესხის პროცენტები ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ვერ იხდის საბანკო სესხებს!”- განცხადება სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულ ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა.
სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ყველა წვრილი და საშუალო ბიზნესის სასესხო ხელშეკრულებების სუბსიდირება და უზრუნველყოს პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა.
“229 მილიონია უკვე გადაფორმებული და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გადაფორმება 6 თვით. პენსიონერებს უნდა ჩამოეწეროთ სესხის პროცენტი. სხვა შემთხვევაში ქუჩაში დაგვხვდება ხალხი, რომლებიც ამ ქვეყანაში უსახლკაროდ იქნებიან,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/712065272989391