LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციფრები იზრდება, ადამიანი ღატაკდება და მაინც სად უნდა დავინახოთ ეს “მართვა”? ნეტა რამდენი მეგია ქვეყანაში? – ვიკა ბუკია

421
BeFunky-collage (10)

“ტვ პირველის” ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს, რომ “მინიონების” მეპატრონე, მეგი მექერიშვილს, რომელიც პანდემიის გამო საბანკო ვალდებულებებს ვერ გაუმკლავდა, ბანკმა შენობა წაართვა. მეგი მექერიშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას, კერძოდ, საბანკო ვალდებულებების გადავადებას ითხოვს.

“ეს მეგია. 7 წლის წინ მეგიმ სარისკო და ხალისიანი ბიზნესი წამოიწყო. სარისკო იმიტომ, რომ ბანკის უზარმაზარი ვალდებულებები აიღო. ხალისიანი იმიტომ, რომ გადაწყვიტა მინიონები დაბადების დღის ცენტრის გმირებად ექცია. და გამოუვიდა! ხვდებით რა განცდაა, როცა ამხელა რისკზე მიდიხარ და გამოგდის.

დღეს ყველამ იცის მინიონების დაბადების დღის ცენტრი. თქვენი შვილების თუ არა, სხვისი შვილების დაბადების დღეზე მაინც იქნებოდით ერთხელ მაინც მანდ. თავად მუშაობდა, შრომობდა და იმდენად წარმატებული გამოდგა ეს ყველაფერი, რომ მეორე ფილიალიც გახსნა.

მოვიდა კორონა და მეგიმ ტელევიზორიდან გაიგო, როგორ მოუწოდებდნენ დავარცხნილი ცნობილი სახეები “დარჩით სახლში”-ო ადამიანებს; ტელევიზორიდან შეიტყო, რომ მიზი ბიზნესი იხურებოდა.

ბიზნესი, რომელსაც 7 წელი წარმატებით მართავდა და რომელშიც უზარმაზარი ფიზიკური შრომა ჩადო – 8 თვეში განადგურდა. ბანკმა შენობა უკვე წაართვა.

რა განცდა უნდა ქონდეს მეგის, როცა ტელევიზორიდან უსმენს გახარიას, რომელიც არწმუნებს მას და მისნაირებს სიტუაციას ვაკონტროლებთო;  აი, რას უნდა გრძნობდეს, როცა ისმენს მეგი და სხვა გაღატაკებულები, პანიკის საფუძველი არ არისო. ვირუსს ვმართავთო რომ ამბობთ, რას გულისხმობთ? აქამდე მეგონა ინფიცირებულებს გულისხმობდით. მაგრამ ახლაც იგივეს რომ ამბობთ, როცა უკვე 1000მდეა? ციფრები იზრდება, ადამიანი ღატაკდება და მაინც სად უნდა დავინახოთ ეს “მართვა”? ან რა დააშავა მეგიმ? გარდა იმისა, რომ ყავს უზნეო და ამორალური მთავრობა, რომლის არც ერთი წევრი არ დაინტერესებულა მისი ისტორიით და არ შეხვდა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა;

მოვიდა ჩვენთან ეთერში, ამოაწყო ეს მინიონები, დაილაგა წინ და იტირა; იტირა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ სხვა არაფერი შეუძლია ტირილის გარდა.

ნეტა რამდენი მეგია ქვეყანაში? – წერს ვიკა ბუკია.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

 

შეგახსენებთ, ახალი დადგენილების თანახმად, 17 ოქტომბრის, 22:00 საათიდან მუშაობა შეწყვიტეს რესტორნებმა და გასართობმა ცენტრებმა. როგორ სრულდება დაწესებული შეზღუდვა, მონიტორინგს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g