LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძეს რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, იმას გავუგზავნი – ნამდვილად არ არის პრობლემა: არჩილ თალაკვაძე

61
არჩილ თალაკვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ დეტალებზე არჩილ თალაკვაძესთან ისეთი ცხარე დებატები ჰქონდა, რომ „კინაღამ ჰალსტუხი შემოახია“, თავად არჩილ თალაკვაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში ეხმიანება და ამბობს, რომ „გიორგი ვაშაძეს რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, იმას გაუგზავნის“.

“ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს” – გიორგი ვაშაძე ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, გიორგი ვაშაძე „მართლაც ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, თუმცა ის დაამშვიდეს“.

„ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი.მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ოპოზიცონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და ის დაამშვიდეს. ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და იქვე აღნიშნა, რომ შეთანხმების დოკუმენტზე „ხელმოწერის შემდეგ ვერანაირი ნერვიულობა ვერ შეცვლიდა ვერაფერს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g