LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს” – გიორგი ვაშაძე ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე

118
BeFunky-collage

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე იხსენებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.

მისი თქმით, დაპირისპირება ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მოხდა.

„ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო.

6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, ის რაც არის. ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე. კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. თუ არ გჯერათ ეს, დაადასტურებენ სხვებიც, ვინც იმ შეხვედრაზე იყო. ეს დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g