LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ვერ წამოაყენებდნენ ვერავის თუ არა სალომეს, რომელსაც განსხვავებით სხვებისგან, სისხლში არა აქვს ხელი გასვრილი“

160
გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილი

„ეს ქარტიაც თვალთმაქცურია, იმიტომ, რომ არაფერს ახალს არ გვეუბნება გარდა იმისა, რომ იმეორებს იმ რეალობას, რაც ყველამ ვიცით“ – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ დოკუმენტს „ქართულ ქარტიას” გამოეხმაურა და მას „ომის ქარტია“ უწოდა.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

„ეს ქარტიაც თვალთმაქცურია, იმიტომ, რომ არაფერს ახალს არ გვეუბნება გარდა იმისა, რომ იმეორებს იმ რეალობას, რაც ყველამ ვიცით. არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ვერ წამოაყენებდნენ ვერავის თუ არა სალომეს, რომელსაც განსხვავებით სხვებისგან, სისხლში არა აქვს ხელი გასვრილი“ – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g