გუშინ, 13 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის მონაწილე, გიორგი ზვანელი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს და წერს, რომ პატრიარქი და ეკლესია არავის უგინებია.
როგორც გიორგი ზვანელი ამავე პოსტში აღნიშნავს, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დეკანოზ შალვა კეკელიასთან მივიდა.
„ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ – ანდრია ჯაღმაიძე
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს.
„ერთ-ერთი პირველი ვიყავი დღეს ვინც აქციის დროს შალვა კეკელიასთან მივიდა და სრულიად მშვიდად ვთხოვე ორ შეკითხვაზე გაეცა პასუხი.
შემდეგ რა მასკარადიც მოაწყო ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულიზმს და სიცრუეს.
გამომდინარე იქიდან რომ მთელი დიალოგის მანძილზე (უფრო სწორედ მონოლოგის, რადგან საუბარი არავის გვაცადა) მასთან ვიდექი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ:
1. კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეკითხვის დასმა არავის გვაცადა.
2. არავის უგინებია პატრიარქი და ეკლესია.
3. იყო გაუგებარ აგონიაში და ისტერიკაში.
4. თვითონ და თავისი ლაქია მღვდლები დორბლების ფრქვევით ცდილობდნენ სკანდალის აგორებას“
ცნობისთვის, შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეების სხვადასხვა შეძახილის საპასუხოდ კეკელიამ განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“.