ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა გვანცა დარასელიას პოდკასტში მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა.
„ერთი კვირის წინ გიორგიმ მომწერა, „საბერძნეთიდან რაღაც ჩამოგიტანე და საქმიანად შევხვდეთო“. გუშინწინ შემხვდა. არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს. თვალები ცრემლიანი და ნაღვლიანი…
ქალი რომელსაც უყვარხარ, გადაგყვება თან. გაძლევს უდიდეს ენერგიას. ყველა მდიდარი და წარმატებული მამაკაცის უკან დგას ბედნიერი და ლაღი ქალი. გააფუფუნეთ თქვენი ქალები ბიჭებო და წარმატება მოვა.
გადახედეთ მდიდარ მამაკაცებს. მაგალითად მარკ ცუკერბერგს. გვერდიდან არ მოუშორებია თავისი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი დაუწუნეს.
მე მგონია, რომ ჩემი დამსახურებაა ის, რომ გიორგი ასეთი წარმატებული გახდა. რა თქმა უნდა, მისი წვლილიცაა ჩემ მიმართ. ქალურ ენერგიას ლიმიტი არ აქვს. კაცი ძალიან ცოდოა ქალის გარეშე… მგონია, რომ კაცები ცოტათი უსამართლოები და დომინანტურები არიან…
გიორგის მიმართ წყენა მაქვს, იმიტომ რომ მიყვარს. მგონია, რომ კომპლიმენტია იმ ადამიანისთვის, რომ ასე ვერ ველევი. ტყუილად ხომ არ მიყვარს, გიორგი ფანტასტიკური პიროვნებაა. მგონია, რომ ეს შუახნის კრიზისია, ვიმედოვნებ, რომ შემირიგდება. შემირიგდი გიორგი. მიყვარხარ და მენატრები, გიორგიზე ფანტასტიკური ადამიანი მეორე არ ვიცი, თორემ 21 წელი მასთან როგორ ვიცხოვრებდი“, – ამბობს მარი ნაკანი.
