LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” – “პოლიციამ გაიტაცა ჩვენი არაერთი აქტივისტი – მგელი, დათვი და ბაყაყი”

140

დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი „კანაფის ფესტივალი“ შედგა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „დედაენის ბაღში“ აპარატურა არ შეატანინეს და პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები პოლიციაში გადაიყვანეს, ფესტივალი მაინც ჩატარდა.

ზურაბ ჯაფარიძემ დაიცვა მის მიერ საკონსტიტუციოში მოგებული საქმე. ის, თუ რა გზებით უნდა მოეპოვებინა ზურას კანაფი მისი კანონიერი უფლების აღსასრულებლად, პარლამენტს უნდა გაეწერა, რისთვისაც არა ერთი კვირა ჰქონდა.

შემოვარდნენ, გაიტაცეს და მიაყოლეს ჩვენი არაერთი აქტივისტი, მაგალითად, მგელი, დათვი და ბაყაყი, რომელიც სისტემას აგინებდა და პოლიციელებს არ ეხებოდა“, -განაცხადა ჰერმან საბომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები