LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი “დედაენის ბაღში” (ფოტო)

197

“დედაენის ბაღში” ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და აქციის კიდევ 10-მდე მონაწილე დააკავეს, მას შემდეგ რაც ჯაფარიძემ მოსაწევად გამზადებული კანაფის დარიგება დაიწყო.

მანამდე პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანა.

შსს-ს განმარტებით, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

 

მარიხუანას ფესტივალი დედაენის ბაღში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები