LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩი შმაქსებზე ნადირობის შეწყვეტას ითხოვს

179
BeFunky-collage

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრებმა შმაქსის მძღოლებთან ერთად ტაქსების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები რესპუბლიკის მოედნიდან ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე საავტომობილო მსვლელობით გაემართნენ.

„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა საპატრულო პოლიცია შმაქსისტებზე „ნადირობს“.

აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა, გაუქმდეს ჯარიმები, რომელიც შმაქსისტებსა და ტაქსისტებს გამოუწერეს და გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

„შმაქსი“ “გირჩის” ინიციატივით, 2019 წლის 3 ოქტომბერს შეიქმნა. პარტიის განმარტებით, ეს საგანმანათლებო პროექტია. წესდების მიხედვით მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმანათლებლო იდეების გავრცელებაა.

კალაძე: „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“

დედაქალაქის მერი „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას ეხმაურება.

„შმაქსი“ მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეგულაციების პასუხად ზურაბ ჯაფარიძემ საჯარო რეესტრში იურიდიულად დაარეგისტრირა. „გირჩის“ ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის 500-ზე მეტი შმაქსისტია რეგისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g