საპატრულო პოლიციამ სამი შმაქსი დააჯარიმა. აქედან ორი დაჯარიმებულია ლიცენზიის არქონის, ერთი კი ფერის გამო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია მოქმედებს კანონის სრული დაცვით და კანონდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხევაში პოლიცია მოახდენს მყისიერ რეაგირებას”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დედაქალაქის მერი „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას ეხმაურება.
კალაძე: „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“
პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, “შმაქსაობაში” ჩართვა შესთავაზა. პარტიამ ამ ფორმით ტაქსების რეგულაციები გააპროტესტა.
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსზე გარკვეული რეგულაციები დაწესდა. კონკრეტულად, რეგულაციები გავრცელდება ფერზე, ვიზუალსა და სხვადასხვა ტექნიკურ მახასიათებელზე.