LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილს გადადგომა არ ვურჩიე, მეგონა ეს საფრთხე იყო სახელმწიფოსთვის – ზურაბ ადეიშვილი

494
zura

ზურაბ ადეიშვილი ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში გირგვლიანის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღევანდელი გადასახედიდან მერაბიშვილის ადგილზე გადადგებოდა.

„ მაშინ მეგონა, რომ ვანოს გადადგომა დიდი საფრთხე იყო ქართული სახელმწიფოსთვის და ამიტომ არ ვურჩიე გადადგომა“,- ამბობს იუსტიციის ყოფილი მინისტრი.

რუსთავი 2 – ის ყოფილმა დირექტორმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმის შემდეგ მერაბიშვილი რომ გადამდგარიყო, პოლიციის გარდა, იმ პოლიტიკურ კლასსაც გადაარჩენდა, რომელსაც მიეკუთვნებოდა.  

 

„გირგვლიანის ქეისის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის ადგილზე გადავდგებოდი. სამართალდამცავ ორგანოებს,  უფრო მეტ საშუალებას მივცემდი  მუშაობისთვის და ასევე, საკუთარ თავს მივცემდი საშუალებას, რომ არ ამეღო იმაზე მეტი პოლიტიკური  პასუხისმგებლობა ვიდრე უნდა აიღოს ადამიანმა“,-განაცხადა ადეიშვილმა.

ნიკა გვარამიამ რეპლიკის სახით ადეიშვილს  რომ  „საბოლოო ჯამში გირგვლიანის ქეისი დარჩა, სამუდამო დამოკლეს მახვილად იმ ხელისუფლებისთვის რომელსაც წარმოადგენდი”.