„გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს ამ აუწერელი ტკივილის დროს“ – ამის შესახებ ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი Instagram „სთორიში“ წერს და მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ფოტოს აქვეყნებს.
„ეკა კუპატაძე, შენ ჩემი დროის გმირი ხარ, მეგობარო… არავინ ვიცი ასე ვინმეს ბრძოლა მიეყვანოს ბოლომდე…“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას ეკა კუპატაძეს მიმართავს.
ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა.
ამასთან, უწყება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.

