LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტს იწყებს

133
ციფრული ტრანსფორმაცია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) უერთდება პროექტს „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME) და იწყებს საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის (კვლევა და განვითარება) მეშვეობით.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

  • მცირე R&D გრანტების მეშვეობით ახალი გადაწყვეტილებების შექმნა ან არსებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ამ კომპონენტის ჯამური ბიუჯეტი 100 000 ევროა, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მეშვეობით. ამ პროცესში ასევე ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.
  • ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომელიც ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას წარმოაჩენს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს გაეცნოს იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოში იქმნება. აღნიშნული კომპონენტი ასევე მოიცავს დაინტერესებულ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრებს და შემეცნებით ღონისძიებებს პროექტის ბენეფიციარებისთვის.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, გლობალური ტენდენციების გათვალიწინებით.

პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.

პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME) მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g