LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA-მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა

113
გრანტი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა.

დაინტერესებულ პირებს 1 ივლისიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის მეშვეობით წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელსაც სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები შეაფასებენ.

პირველ ეტაპზე 150 სტარტაპი შეირჩევა, რომლებიც გადამზადებას ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით გაივლიან. შემდგომ საფეხურზე სტარტაპები რანტების პორტალის მეშვეობით ბიზნეს გეგმებს წარმოადგენენ, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ.  ბიზნეს გეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე 50 ფინალისტი გამოვლინდება.

თანადაფინანსების გრანტები იმ სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული  სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ ისინი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თორმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპი დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები