LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA-მ აჭარაში, გურიასა და იმერეთში საგრანტო პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამოაცხადა

140
Gita

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონალურ საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებისთვის.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

აჭარაში, გურიასა და იმერეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 29 იანვრიდან საშუალება ეძლევათ განაცხადები ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარადგინონ.

საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.

შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებული პირი, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე მეწარმე სუბიექტად შესაბამის რეგიონში უნდა დარეგისტრირდეს.

 

magti 5g