LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

86

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის კლინიკა “მედიქლაბში” რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ბოლო სამი დღის მანძილზე მდგომარეობა დამძიმდა და  რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

კახი კავსაძის თქმით, ბერიკაშვილს ფილტვების ანთება გაურთულდა.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო სოხუმის თეატრში, შემდეგ იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, შემდეგ რუსთავის თეატრის დამაარსებელთა შორის გახლდათ, სხვა მის კოლეგა-თანამოაზრეებთან ერთად გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ხოლო 1976 წლიდან დღემდე კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

დაუვიწყარია მის მიერ განსახიერებული სცენიური სახეები მეფე ერეკლე, მიტუა, ალექსანდრე ჩინჩახელი, ტიგრან გულოიანი, ბულიკა, ლალე, ჯენარო, ბონდო ლანჩავა, ლუარსაბ თათქარიძე, ფოლსტაფი, მილერი, ლელთ ღუნია, ვასილ ახმეტელი, სენიორ ბალბოა და მრავალი სხვა. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა მისი გმირები კინოფილმებში: „ლონდრე“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღვინის ქურდები“, „პეპელა“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“ და მრავალი სხვა.

მარჯანიშვილის თეატრის წინ 2008 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“. იგი იყო ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g