LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს ლახავს საერთაშორისო მასშტაბით“

148
fot

„პრეზიდენტის ვიზიტებზე თანხმობის არ მიცემა და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს. ევროკავშირი თვითონ დგას იმ ღირებულებებზე, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას და კანონის უზენაესობას ეხება. ეს არის უმთავრესი ღირებულებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრმა გადაცემაში „დღის თემა“ სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან ოფიციალური მიმართვაც კი არ გაკეთებულა მთავრობის მიმართ.

„ადამიანი, რომელმაც ფიცი დადო კონსტიტუციაზე, ადამიანი, რომელიც თანამდებობრივად ყველაზე დიდი დამცველი და გარანტი უნდა იყოს კონსტიტუციის დაურღვევლობის, ეს ადამიანი არღვევს კონსტიტუციას. დღეს ვნახეთ კიდევ უფრო უარესი და უხეში დარღვევა, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს და ამის თაობაზე ოფიციალური მიმართვაც კი არ გაკეთებულა მთავრობის მიმართ. ეს მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა თანამდებობა უკავია კონკრეტულ ადამიანს, მთავარია რომ კანონი უნდა იყოს ყველასთვის უზენაესი. საზოგადოებამ ისედაც იცის მიზეზები, თუ რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ამ ვიზიტებთან დაკავშირებით , მიუხედავად ამისა მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს ლახავს საერთაშორისო მასშტაბით“ – განაცხადა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

„მოგესალმებით პარიზიდან“ – სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

„როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე“

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაცია ინსტაგრამის გვერდზე საქართველოს პრეზიდენტმა გაავრცელა. მისი განცხადებით, ემანუელ მაკრონთან ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. „მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი გამოქვეყნებული ვიდეოში.

„ოთხი დღე დაიკარგა, გაქრა და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომელზეც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი“ – მდინარაძე ზურაბიშვილზე

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფრანგულენოვანი სიტყვის თარგმანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.

„ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები