LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი

591
fot (1)

„აი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება. რისი იმპიჩმენტი, სირცხვილი არ არის პრეზიდენტს რომ იმპიჩმენტი გავუკეთოთ? მე უნდა ვლაპარაკობდე ამაზე? რაც მოსულია, თქვენ რომ მოგყავდათ, მაშინ მე (პ)რეზიდენტს ვეძახდი, მაგრამ თქვენ თქვით, რომ ავიღეთ და დავდეთო, რა ვიცი, მდინარაძემ თქვა. სულ ფაქტებით გესაუბრებით“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი“ – მიხეილ სააკაშვილი

„ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული..“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

გარდა, მმართველი გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის შეფასებისა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„ხალხნო, არ არსებობს ისეთი გაჭირვება, რაც დღეს ხდება: უშუქობა, უპატრონობა, პენსია, შიმშილი. როგორ უნდა იყიდოს იმ პენსიით, იმას, რა კალათა ეყოფა, საშინელი მდგომარეობაა! როგორ უნდა ბედავდეს ნინო წილოსანი ამდენ ლაპარაკს?! არ მინდოდა, მაგრამ ასეთი ცინიზმით, რომ არ გამოსულიყო არაფრით ვიტყოდი, გეფიცებით, არაფრით არ შევეხებოდი.

ადამიანებს ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე, მე თვითონ არასდროს ვიწვევ. ამხელა მშენებლობა ზურგზე გაქვს მოკიდებული ნაძალადევში, სამარცხვინო, რას ლაპარაკობ, რომელ კორუფციაზე ლაპარაკობ?

ქვეყანა ჩაიძირა, სახელმწიფო თავზეა ჩამოლეწილი და აქ, ვიღაცა ლაპარაკობს, ერთი და ორი კომლი – ის ერთი და ორი კომლი უნდა შევინარჩუნოთ, რომ „მიწისაგან პირისა, თითოეული სოფელი არ აღიგავოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პრემიერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: „სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g