LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი“ – მიხეილ სააკაშვილი

247
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი,“ – ასე აფასებს  სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

„ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების „გადასაქაჩად“, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება.
თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება.
ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული,…

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, September 1, 2023

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g