LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

46

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, ინფორმაციას „ფეისბუქით“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.

„ალბათ არც დაიჯერებთ რასაც ახლა დავწერ. კანონიერი ქურდი, რომელმაც უპრობლემოდ გადმოიარა საზღვარი, ხელისუფლებამ არ დააკავა. სამაგიეროდ, კრიმინალურ პოლიციაში დღეს 5 საათისთვის გივი თარგამაძე დაიბარეს,“ – წერს ნადირაშვილი.

გივი თარგამაძე მის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე დაიბარეს – თარგამაძის ინფორმაციით, „ ე.წ. კანონიერმა ქურდმა, დათო გერლიანმა (დათო სვანი) საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ“.

პოპულარულები