ჰოლივუდის ლეგენდა, ჯეინ ფონდა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს. ის თვითმფრინავით ქალაქიდან გამგზავრებას გეგმავდა. 88 წლის მსახიობი ეტლით გადაადგილდებოდა.
მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ფონდა გლამურულად გამოიყურებოდა. მსახიობს ბეწვის ქურქი ამშვენებდა და ტრენდული მზის სათვალე ეკეთა. მის „ლუქს“ ოქროს სამკაულები ასრულებდა.
შარმი და ბრწყინვალება – 87 წლის ჯეინ ფონდამ ოქროსფერ კაბაში პოდიუმზე გაიბრწყინა
„ფანელის ღამის პერანგი მაცვია, რადგან მარტოხელა ვარ“ – 87 წლის ჯეინ ფონდა ახალ სიყვარულს ელოდება

