LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანი-დიღმის ხიდზე მოძრაობა გაიხსნა

438
07edc7a1cee26d2c0935ad7ccb06b01f_thumb

გლდანი-დიღმის დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ავტომობილები შექმნილი საცობის გამო, შეფერხებით გადაადგილდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ.

გლდანი-დიღმის დამაკავშირებელი ხიდი უხვი ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.

თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ.

სეტყვის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 80-მდე შეტყობინება შევიდა

შეტყობინებების ნაწილი შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვას ეხებოდა.

ამ დროისთვის, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა

mazda magti 5g