LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

210
fui

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა.

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც ოჯახის ექიმი გამოიძახეს. საკანში მისულ მედპერსონალს პატიმარი უგონო მდომარეობაში დახვდა, არ ესინჯებოდა პულსი და არ სუნთქავდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მცდელობის მიუხედავად, პატიმარი ვერ გადაარჩინეს.

გარდაცვლილი დ.კ. სასჯელს ძარცვის ბრალდებით 2015 წლიდან იხდიდა. უწყების ცნობით, მსჯარდებულს დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, ინსომნია, არტერიული ჰიპერტენზია, ცეფალგია, ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი. იმყოფებოდა ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ.

ბოდვითი აშლილობის გამო მსჯავრდებულმა რამდენჯერმე გაიარა მკურნალობის კურსი. იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g