LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის ციხის საავადმყოფოსთან პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც

187
unnamed

პენიტენციური სამსახურის № 18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი იმყოფება, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ – რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სჭირდება მონიტორინგი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე N18 დაწესებულებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g