გლდანის, ისნის და სამგორის რაიონების ქუჩების ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. GWP-ის ინფორმაციით, მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
„სამგორის რაიონში – ემირ ბურჯანაძის ქ. N 119 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10.02 16:30-დან 11.02 09:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ნავთლუღის მე-2 დას, (რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩები) ქვემო მელითონეთა დასახლება, 31-ე ქარხნის აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს. კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზადკეცილი, სოფ. ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ჭალას – წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 11.02.2022 14:00-მდე.
ისნის რაიონში – საინგილოს ქ. N 80 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:00-დან 09:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: გალავნის, ბზიფის, განთიადის, კვესეთის, სათემოს, თეძამის, ბეთანიის, მამკოდის, ნიაბის, კიკეთის, სომხეთის და შორაპნის მე-2 ქუჩებს, საინგილო N 68 -120(ლუწები) – წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 11.02.2022 16:00-მდე.
გლდანის რაიონში – სოფ. გიორგიწმინდა, დავით აღმაშენებლის ქ. N 48 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:20-დან 18:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.გიორგიწმინდას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.