LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

86
BeFunky-collage

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოს ფეისბუქგვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს . მათი ინფორმაციით, შემთხვევა 21:25 საათზე მოხდა.

“ქვეითი გადაყვანილია საავადმყოფოში ! მოხსენით კომენდანტის საათი და იარეთ ფრთხილად და ნელა !!!’

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები