Global Teacher Prize-ის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი, ვლადიმერ აფხაზავას შესახებ ამჯერად ვიდეოჩანახატს აქვეყნებს, როგორც პრიზის ათეულის ერთ-ერთ წევრთან.
„ლადო 8 ობლად დარჩენილ ბავშვს საკუთარ სახლში აცხოვრებს – „ვცდილობ, ეს ბიჭები მომავლისთვის მოვამზადო, რათა საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. მათ სჭირდებათ სითბო და სიყვარული და ვცდილობ, მათ ეს მივცე…“ – აღნიშნავს ლადო აფხაზავა მცირე ინტერვიუში.
შეგიძლიათ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე და მხარი დაუჭიროთ ქართველ მასწავლებელს, რომელიც საერთაშორისო პრემიაზეა წარდგენილი, როგორც კომენტარით, ასევე მოწონების ნიშნით.
