მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ
როგორც გიორგი კეკელიძე წერს, „მაშინ, როდესაც ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, კურორტული პოზირება და ქეიფების გასაჯაროება, საუკეთესო მაგალითი არ ჰგონია“.
„გლოვას ვერავის დააძალებ, ჭარბი მორალიზმი ხომ მძაგს და მძაგს – ადამიანი უცნაური არსებაა – მეც და შენც, შესაძლოა, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი სხვაგან გაგვექცეს და გაგვაქციოს ფიქრმა – ამიტომაც მძულს ბრძნული მიმთითებლობა, მაგრამ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, ისტერიული კურორტული პოზირება და მყვირალა ქეიფების გასაჯაროება, არ მგონია საუკეთესო მაგალითი. შეიძლება ძველმოდურია ჩემი ეს შენიშვნა, მაგრამ მე მაინც ამ მოდის კაცად დარჩენა მირჩევნია“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
გლოვას ვერავის დააძალებ, ჭარბი მორალიზმი ხომ მძაგს და მძაგს – ადამიანი უცნაური არსებაა – მეც და შენც, შესაძლოა,…
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on შაბათი, 05 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში