LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, სამირა არ გვიპოვია, უბრალოდ, ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან“ – დაკარგული სამირა ისაევას ძმა

531
Untitled design

რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის დროს დაკარგული, 18 წლის სამირა ისაევა ცოცხალი იპოვეს.

მაშველები რაჭაში კიდევ ერთ გოგონას, 18 წლის სამირა ისაევას ეძებენ 

თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სამირა ისაევას ძმა – ისკანდერ ისაევა „Ambebi.ge“-სთან საუბარში და აცხადებს, რომ „ცრუ ინფორმაცია გავრცელდა“.

„არ გვიპოვია სამირა, უბრალოდ ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან და ეგეც, როგორც ჩანს, ძველია. სამირა ჩვენ მეზობლებთან ერთად არის – 4 წლის ბავშვი, 60 წლის ქალი და 40 წლის გოგონა.

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ერთი ეგ ვიცი, რომ 25 ივლისს გავიდნენ რუსთავიდან, ჩემს დასთან ბოლოს კონტაქტი 2 აგვისტოს მქონდა, მითხრა, კოტეჯი დავიქირავეთო და იმის მერე არაფერი ისმის“, – ამბობს ისკანდერ ისაევა მედიასთან.

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ  

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g