8 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 14 წლის მოზარდი დააკავეს. დაკავებისას ის ამბობდა, რომ გმირის შვილია.
როგორც ირკვევა, სამართალდამცველებმა მას შემდეგ, როცა გაიგეს, რომ ის არასრულწლოვანი იყო, მისი დაკავება გადაიფიქრეს.
აქციის მონაცილე 14 წლის მოზარდი საბა ნიკიტინია. მისი მამა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი თამაზ ნიკიტინია, რომელიც 26 წლის ასაკში, რუს ოკუპანტებთან ომში დაიღუპა. საბა კი მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა.
“მე ვარ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, თამაზ ნიკიტინის შვილი, საბა ნიკიტინი. მე ვგმობ რუსეთს, მამაჩემს რუსეთისთვის არ უბრძოლია. მამაჩემი ჩვენს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს შეეწირა. ძირს რუსეთი, მე ვირჩევ ევროპას“, – ამბობს საბა „მთავართან“ ინტერვიუში.