LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გმირობის ნაყოფი – მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან” – ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერების მხარდასაჭერად

112
გმირობის ნაყოფი

“გმირობის ნაყოფი – მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან” – ახალი ინიციატივა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები მათი პროდუქტის შეძენით გააძლიეროს.

ინიციატივასთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ვიდეორგოლს ავრცელებს.

IDFI-ს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი ბრენდ-იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილი წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას რეგიონში.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს „კარფურისა“ და „ზღაპრის“ მაღაზიათა ქსელებში გაყიდიან. კამპანია “გმირობის ნაყოფის” ბრენდის ქვეშ ხილის, ჩირის და ტყლაპის შეძენა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.

 

 

?? “გმირობის ნაყოფი – მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან” ახალი ინიციატივაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები მათი პროდუქტის შეძენით გააძლიეროს.

❗ შეიძინე პროდუქტები ყველგან, სადაც “გმირობის ნაყოფის” სიმბოლოს შენიშნავ და დაუჭირე მხარი მათ, ვინც ქართულ მიწაზე ზრუნავს.

USAID/Georgia
Retail Association რითეილ ასოციაცია
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association

Posted by Institute for Development of Freedom of Information on ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2022

 

პროექტის განხორციელება IDFI-მ 2022 წლის მარტში დაიწყო, EECMD-სთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან პარტნიორობით და Zinc Network-ის მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები